სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო ეწვია.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ელჩს სასაზღვრო პოლიციის ამოცანების, სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ასევე, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს და ამ კონტექსტში სანაპირო დაცვის როლს.
სასაზღვრო პოლიციის ცნობით, საფრანგეთის ელჩი ასევე ესტუმრა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრს, სადაც ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო.