2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სასაზღვრო პოლიციასა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ხელფასების ზრდას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯამში 643.5 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. გათვალისწინებულია 2018 წელს განხორციელებული, დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასების ზრდის სრული დაფინანსება.
ამასთან, 2019 წლის პირველი იანვრიდან საშუალოდ 250 ლარით იზრდება სასაზღვრო პოლიციაში დაბალი რანგის პოლიციელთა ხელფასები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გათვალისწინებულია 87.6 მილიონი ლარის გამოყოფა. აქედან 5,5 მილიონი ლარი მიიმართება მეხანძრეებისა და მაშველების ხელფასების ზრდაზე.