სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ახალი ავტომანქანა გადაეცა.
მათ შორის 20 მაღალი გამავლობის ავტომობილია.
სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გათვლილია რთულ რელიეფზე ეფექტიანი გადაადგილებისთვის.
ავტომანქანების გადაცემის ღონისძიებას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და ახალი ტექნიკის მახასიათებლებს გაეცნენ.
ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.