სასაზღვრო პოლიციამ ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი დააკავა

10:07, 25.05.2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე მალტის დროშით მცურავი ტანკერი („MARVEA”) დააკავეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ფაქტზე საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

„MARVEA”-ს კაპიტანს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა – 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი