სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზრდება
სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზრდება

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზრდება, – ამის შესახებ პირველმა ვიცე- პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ დავაანონსეთ წიაღისეულის რეფორმა. პარლამენტში მთავრობის წარდგენისას ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. დღევანდელ სხდომაზე გავიტანეთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც იმ ფონდების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სახელმწიფოში და რაც აქამდე ფასიანი იყო, წვდომა გახდება უფასო და შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება, უკვე ციფრული ინფორმაციის მოთხოვნა იმისთვის, რომ მათ მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ვინაიდან წლების მანძილზე ეს ბიუროკრატია დარგის განვითარებისთვის ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობა იყო“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.