სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე არსებითი განხილვა იწყება.

მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. ადვოკატი დარეჯან ბუცხრიკიძე, რომელიც კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამას იცავს ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს.

შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული ხუთი პირი. აქედან ორი 21 წელს მიუღწეველია და მათ შემთხვევაში პატიმრობა გამოყენებული არ არის.