სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული დ.ღ-ს პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის დ.ღ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით იმსჯელა, რომლის თანახმად,
დაცვის მხარე საპყრობილეში მირზა სუბელიანთან განხორციელებული ჩანაწერის მტკიცებულების სახით საქმეზე დართვას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შემდეგი სასამართლო სხდომა 30 ნოემბერს ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება.