სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს
სასამართლოში გურამ ჩალაგაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გურამ ჩალაგაშვილის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა მიმდინარეობს.

სხდომას ჩალაგაშვილის თანაპარტიელებთან ერთად, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებიან.

როგორც ცნობილია, ჩალაგაშვილი გუშინ ღამით დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს, რაც რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.