სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

15:19, 17.09.2019

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული სპეცრაზმელის, გიორგი ესიაშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვებით წარდგებიან.

გამოძიება გიორგი ესიაშვილს პარლამენტის შენობის წინ აქციის დაშლისას, იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი წარდგენილ ბრალდებას აღიარებს.

გიორგი ესიაშვილი ივლისში დააკავეს და მას სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი