სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვეს
სასამართლოს თემაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებზე მომუშავე ​ჯგუფის შეხვედრა​ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა დატოვოს.

როგორც ენმ-ის ერთ-ერთი წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, დღევანდელ სხდომაზე დაყენებული იყო ფორმატის შეცვლის საკითხი და ვიდრე ფორმატი არ შეიცვლება, მათი პოლიტიკურ ძალა პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

„ახლანდელი შემადგენლობა არის ჩვენთვის სრულიად მიუღებელი. მე არ ვთვლი, რომ შესაძლებელია ნებისმიერ საგნობრივ დისკუსიაში შესვლა კრებსით მურუსიძესთან და ასეთია დღევანდელი სხდომის შემადგენლობა. შესაბამისად, თუ არ შეიცვლება ფორმატი, მაშინ ჩვენ, უბრალოდ, იქ მონაწილეობის ვერანაირ აზრს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ფორმატის შეცვლას ითხოვენ ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.

სამუშაო ჯგუფში შედიან: საპარლამენტო უმრავლესობის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები.