სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს 51-ე უბნის პროპორციული ხმები თავიდან გადათვალეს, სადაც ცდომილება არ აღმოჩნდა და ბალანსი დაჯდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საბურთალოს 51-ე უბნის პროპორციული ხმები თავიდან გადათვალეს, სადაც ცდომილება არ აღმოჩნდა და ბალანსი დაჯდა

საბურთალოს საოლქო-საარჩევნო კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის საფუძველზე 51-ე უბნის პროპორციული ხმები თავიდან გადათვალა.

კომისიის წევრების მიერ ბიულეტენების თავიდან დათვლის შემდეგ, პირველად შედეგთან შედარებით ცდომილება არ დაფიქსირებულა და ბალანსი ზუსტად დაჯდა.

კომისიის სხდომას საია-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა, თუმცა მას საოლქო-საარჩევნო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.

რაც შეეხება საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მისი თქმით, 51-ე საარჩევნო უბნის ხმების გადათვლა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაწყდა.