სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს პოტენციურად 2027 წლის არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება, თუმცა ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს

16:55, 07.07.2026

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების საქმეზე მარინ ლე პენის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა, თუმცა შეუმცირა ვადა, რომლის განმავლობაშიც ეკრძალებოდა არჩევნებში კანდიდატურის წარდგენა.

ეს გადაწყვეტილება მარინ ლე პენს პოტენციურად საშუალებას აძლევს, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარინ ლე პენს მიესაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ორი წელი პირობითია, ხოლო ერთი წელი ელექტრონული სამაჯურის ტარებით.

ამასთან, სასამართლომ ძალაში დატოვა 100 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა. როგორც მედია წერს, სამაჯურის ტარება საპრეზიდენტო კამპანიისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ლოგისტიკური თვალსაზრისით პრობლემას შექმნის. თავად ლე პენმა მანამდე განაცხადა, რომ არ სურს ელექტრონული სამაჯურით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.

მსგავსი