სასამართლოს დამოუკიდებელი ინსპექტორი ექვსთვიან ანგარიშს წარადგენს

08:04, 20.06.2018

სასტუმრო „რუმს თბილისში“ ევროპის საბჭოს პროექტის „სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ექვსთვიანი საქმიანობის შეჯამება და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდის პრეზენტაცია იგეგმება.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე; საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიაქუტაძე; სასამართლოების თავმჯდომარეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მსგავსი