სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სააკაშვილთან „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას
სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სააკაშვილთან „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტების შეშვებასთან დაკავშირებით.

„სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შეთხვევაში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. დაევალოს პენიტენციურ დაწესებულებას „ემპათიას“ ექსპერტების დაშვება სააკაშვილთან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა.

აღნიშნულ შუამდგომლობას პროკურატურაც დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ ესწრებოდა. ადვოკატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც სხდომაზე დასწრება არ შეუძლია.

აღნიშნულ საქმეზე მოწმეთა დაკითხვის ეტაპი ამოწურული არის და პროცესი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა.

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომა 2 ივნისისთვის გადაიდო.