მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ ელგუჯა ცომაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილებით პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

ამასთან, დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს.