სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის  დართვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის  დართვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლითაც ადვოკატი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნის საქმეზე დართვას ითხოვდა.

როგორც ბრალდებულ გ.ბ-ს ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ პირველ არხს განუცხადა, კომისიას მოწმეებმა განსხვავებული ჩვენებები მისცეს და საინტერესო იყო ეს დასკვნა საქმეს დართვოდა.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი. დღევანდელ დახურულ სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა თქვა. დაცვის მხარის შესავალი სიტყვით, სხდომა 27 დეკემბერს გაგრძელდება.