სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

13:09, 31.03.2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. თავად ბრალდებული სპეციალური პროგრამის მეშვეობით ესწრებოდა სხდომას.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.  ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა.

მსგავსი