სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა
სასამართლომ ილიას უნივერსიტეტში მოკლული ლექტორის, მარიამ წივწივაძის ოჯახის სარჩელი დააკმაყოფილა

საქალაქო სასამართლომ ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, მარიამ წივწივაძის ოჯახის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლულის ოჯახის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

ოჯახის ადვოკატის, სოფო გოგიშვილის განცხადებით, მარიკა წივწივაძემ ექვსჯერ მიმართა სახელმწიფოს დასახმარებლად, მაგრამ მოძალადის მიმართ არც ორდერი გაცემულა და არც სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულა.

შსს-ს, სარჩოს სახით, გარდაცვლილის შვილისთვის ყოველთვიურად იმ ხელფასის ოდენობის ნახევრის გადახდა დაეკისრა, რასაც მარიკა წივწივაძე იღებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თანხის გადახდა მანამდე მოუწევს, სანამ ბავშვი სრულწლოვანი არ გახდება.

2014 წლის 17 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი მარიკა წივწივაძე ყოფილმა მეუღლემ, ლაშა მაღრაძემ უნივერსიტეტის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.