სასამართლომ ექიმი ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ექიმი ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ექიმი ირაკლი მერკვილაძე პატიმრობაში დატოვა. ექიმის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება 4-თვიანი განხილვის შემდეგ დღეს გამოაცხადა.

ადვოკატ ზაზა ხაჟალიას განცხადებით, გადაწყვეტილება უსამართლოა და დაცვის მხარე მის გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. მისივე ინფორმაციით, ექიმი თავს უდანაშაულოდ თვლის და შეწყალების უფლების გამოყენებას არ აპირებს.

ირაკლი მერკვილაძეს პაციენტისათვის სამედიცინო დახმარების არასათანადოდ გაწევას ედავებიან. ექიმს საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი პაციენტის, ვიოლეტა მარტინოვას დედამ უჩივლა. მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 27 იანვარს მიუსაჯა.