სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე არსებითი განხილვა გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მოწმის სახით სამხარაულის ექსპერტები გიორგი ხიზანაშვილი და დავით თიკინაშვილი დაიკითხნენ. მოწმეებმა სხდომაზე ისაუბრეს იმ დასკვნის თაობაზე, რაც საქმეში დევს. სამხარაულის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ შეისწავლეს ვიდეოფაილები, ჩაატარეს ექსპერტიზა და აღნიშნულ ვიდეოფაილებიში ოქრუაშვილი ფიგურირებს.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა დღეს კიდევ ერთხელ დააყენა შუამდგომლობა ოქრუაშვილის პატიმრობის შეცვლა გირაოს სანაცვლოდ. ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს 500 000 ლარის ოდენობით გირაოს სთავაზობდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს. ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში არის მოთავსებული.