სასამართლომ ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა
სასამართლომ ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა

20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ბესიკ თამლიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტახნის წინ გამოაცხადა, რასაც ბრალდებულისა და მისი ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ  მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა, რის შემდეგაც ადვოკატმა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის თქმით, არ არსებობს მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე.

აღნიშნულს არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. მათი თქმით, დაცვის მხარეს ახალი არსებითი გარემოება პატიმრობის შესაცვლელად არ წარმოუდგენია.

საბოლოოდ, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ბესიკ თამლიანი თბილისის პატიმრობაში დატოვა.