სასამართლომ ბავშვის გატაცებაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა
სასამართლომ ბავშვის გატაცებაში ბრალდებულ ცოლ-ქმარს აღკვეთის ღონისძიება შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბავშვის მძევლად აყვანის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, ვასილ ახალაიას წინასწარი პატიმრობა, ხოლო მის მეუღლეს, ემა კვირტიას გირაო – 5000 ლარის ოდენობით შეუფარდა.

მოსამართლე შოთა ბიჭიამ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სხდომის დეტალები უცნობია, რადგან მოსამართლემ მხარეების მოთხოვნით სხდომა დახურა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 28 მაისს შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს ცოლ-ქმარი ე.კ. და ვ.ა. მათ უკვე წარედგინათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144- ე მუხლის 2- ე ნაწილის “ა’ და “ზ” მუხლებით, რაც არასრულწლოვანის ჯგუფურად მძევლად აყვანას გულისხმობს და 9- დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.