სასამართლომ ავსტრალიელ კარდინალს სექსუალური ძალადობისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
სასამართლომ ავსტრალიელ კარდინალს სექსუალური ძალადობისთვის ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ ავსტრალიელი კარდინალი ჯორჯ პელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ ცნო და ექვსწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ვიქტორიას შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პაპ ფრანცისკეს ყოფილი ფინანსური მრჩეველი, ჯორჯ პელი 1990-იან წლებში ეკლესიის მგალობელთა გუნდის ბიჭებზე ძალადობდა.

გამოძიების ინფორმაციით, სექსუალური ძალადობის ორი ფაქტი 1996 და 1997 წლებში მოხდა. მაშინ კარდინალი ჯერ კიდევ არქიეპისკოპოსი იყო.

ძალადობის მსხვერპლთაგან ერთი 2014 წელს დაიღუპა, მეორე კი სასამართლოს მთავარი მოწმე იყო. მან პროცესზე დაკითხვის დროს განაცხადა, რომ სექსუალური ძალადობის ფაქტამდე არქიეპისკოპოსი მათზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

დატოვე კომენტარი