სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა დისტანციურ რეჟიმში განიხილა
სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა დისტანციურ რეჟიმში განიხილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა დისტანციურ რეჟიმში გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.

პროცესის მონაწილე მხარეები, მათ შორის ბრალდებულები შუამდგომლობის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობდნენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასამართლო სისტემა ეტაპობრივად საქმეთა განხილვის დისტანციურ რეჟიმზე გადადის და შემჭიდროებული ვადების მქონე საქმეებს მაქსიმალურად დისტანციურად განიხილავს.

აღნიშნული სერვისით სასამართლო უზრუნველყოფს პროცესის მონაწილე მხარეთა ჯანმრთელობის დაცვას და ამავდროულად, სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას.