სასამართლო სისტემის საკითხზე უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება
სასამართლო სისტემის საკითხზე უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება

სასამართლო სისტემის საკითხზე უმრავლესობის კიდევ ერთი სხდომა გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში სასამართლოს თემაზე ორი შეხვედრა უკვე გაიმართა, უახლოეს პერიოდში კი, საკითხზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

„კითხვები და თემები, რაც წამოიშვება, უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ. მთავარი მიზანია, პროცესი სამუშაო კალაპოტში დასრულდეს და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო პროცესი წარიმართოს როგორც პარლამენტში, ასევე სამუშაო ჯგუფის ფორმატებში”,- განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძეს უმრავლესობის სხდომის თარიღი არ დაუკონკრეტებია.