სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 55.3 პროცენტი შეადგინა
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ინდექსის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი წლიური გაანგარიშებით 0,5 პუნქტით გაუმჯობესდა და შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 55.3 პროცენტი შეადგინა.
სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი ბალტიის ქვეყნების შემდეგ მეოთხე ადგილზეა. სასამართლოს ეფექტიანობით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ოთხ სახელმწიფოს: პოლონეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროს.
რეიტინგში საქართველოს ჩამორჩება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სხვა ქვეყნებიც: სერბეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა და უკრაინა. ამასთან, მოლდოვა და უკრაინა, რუსეთსა და ბელარუსთან ერთად, ევროპის უკანასკნელ ოთხეულშია და მათი შეფასება 100-პროცენტიანი სისტემით 32 პროცენტზე დაბალია.
ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, მსოფლიოში სასამართლო სისტემის ეფექტიანობა შეფასდა სამი კრიტერიუმით: სასამართლოს დამოუკიდებლობა; სასამართლო პროცესის ხარისხი; საჯარო მომსახურების ხარისხისა და საჯარო სამსახურის დამოუკიდებლობის აღქმა.
ანგარიში ეყრდნობა „ფრიდომ ჰაუსისა“ და მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროფილულ გამოკვლევებს.
„ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ 2025 წლის კვლევა ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.