სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება 
სასამართლო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება 

სასამართლო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარე წლის 27 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დეპუტატმა, გია ჟორჟოლიანმა განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდება მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით ინიციატივების, ხედვებისა და პროექტების წარდგენა, რომელიც დეპუტატებს, არასამთავრობო სექტორს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სხვა დაინტერესებულ პირებს აქვთ.

სამუშაო ჯგუფს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.