სასამართლო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული პირების საქმეს ცალ-ცალკე განიხილავს 
სასამართლო პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებული პირების საქმეს ცალ-ცალკე განიხილავს 

თბილისის საქალაქო სასამართლო პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირების საქმეს, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე ცალ-ცალკე განიხილავს

სასამართლო ერთ -ერთი ბრალდებულის ზურაბ გორნაკაშვილის საქმეზე მსჯელობს. მისი ინტერესების დამცველი სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მყოფი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.

ირაკლი ბენიას თქმით, მტკიცებულებები არ ამბობს, იმას რომ გორნალაშვი მონაწილეობდა რაიმე სახით დანაშაულში.

“მოვითხოვ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს. პროკურატურა სავარაუდოდ პატიმრობას მოითხოვს. არსებობს სხვადასხვა სახის მტკიცებულებები საქმის მასალებში და ვთვლი, რომ ბრალი რაც აქვს წაყენებული გორნაკაშვილს არ იძლევა საფუძველს, რომ მონაწილეობდა დანაშაულში”, – განაცხადა ირაკლი ბენიამ.

კითხვაზე გამომდინარე იქედან გორნაკაშვილის საქმე გამოყოფილია ცალკე წარმოებად , ხომ არ ნიშნავს , რომ თანამშრომლობს პროკურატურასთან ? ირაკლი ბენია ამას არ ადასტურებს და ამბობს , რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„პროკურატურას აქვს უფლება ცალ-ცალკე შეიტანოს საქმეები . ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდნჯერმე არის დაკითხული დაკავებამდეც მოწმის სახით და დაკავების შემდეგაც მიხდა მისი დაკითხვა , კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ბენიამ.

რაც შეეხება რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოდანაშვილს მათი საქმეს სასამართლო ცალკე განიხილავს, პროცესი 14:00 საათზეა ჩანიშნული.