სასამართლო მოსმენის პირველ დღეს პოლ მანაფორტს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევაში დასდეს ბრალი
Paul Manafort arrives for a hearing at US District Court on June 15, 2018 in Washington, DC. (Photo by Brendan SMIALOWSKI / AFP) (Photo credit should read BRENDAN SMIALOWSKI/AFP/Getty Images)
სასამართლო მოსმენის პირველ დღეს რობერტ მიულერის პროკურორებმა პოლ მანაფორტს საბანკო და საგადასახადო კანონმდებლობების დარღვევაში დასდეს ბრალი.
ჩრდილოეთ ვირჯინიის ქალაქ ალექსანდრიაში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმის განხილვა დაიწყო. Politico წერს, რომ არგუმენტების წარდგენისას, დაცვის მხარემ ბრალდების გადატანა მანაფორტის ყოფილი მოადგილის, რიკ გეიტსის წინააღმდეგ სცადა, რომელმაც საპროცესო გარიგება გაწყვიტა და მთავრობასთან თანამშრომლობს.
მანაფორტის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ გეიტსმა მილიონობით ფული გაფლანგა და უფროსის ნდობით ბოროტად ისარგებლა.
თავის მხრივ, ერთ-ერთმა პროკურორმა ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ პოლ მანაფორტმა უკრაინაში საკონსულტაციო საქმიანობისთვის მიღებული ათობით მილიონი დოლარი დამალა და კანონი არ დაიცვა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ მანაფორტმა სამ უცხო ქვეყანაში ფიქტიური სესხების შესაქმნელად 30 საბანკო ანგარიში გამოიყენა და დაუბეგრავი შემოსავალი მიიღო. მიულერის გამოძიება ტრამპის კამპანიის და რუსეთის შესაძლო კავშირს იკვლევს.