სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე მსჯელობს
სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებული ორი არასრულწლოვნის საქმეზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან საქმე არასრულწლოვნებს ეხება.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირი დააკავა.