სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს
სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულების საქმეზე სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს

არასრულწლოვანი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით პროკურორმა საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. ამის შესახებ პირველ არხს საქალაქო სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

ბრალის წარდგენის შემდეგ, პროცესის ჩანიშვნის მოთხოვნით სასამართლოს პროკურორმა ზაზა დათუკიშვილმა მიმართა.

მიმართვიდან საქალაქო სასამართლოს აქვს 24 საათი, რათა ჩაინიშნოს სხდომა, რომელზეც აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ. სავარაუდოდ, პროცესი დღეს დილით ჩაინიშნება. ორივე არასრულწლოვნის შემთხვევაში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმას – პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

თბილისის პროკურატურამ ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი