სასამართლო ჯგუფურ ძალადობაში და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული რვა პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
სასამართლო ჯგუფურ ძალადობაში და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული რვა პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე ჯგუფურ ძალადობაში და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული რვა პირის – ვეფხია კასრაძის, ბასილ კაძელაშვილის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ზვიად ცეცხლაძის და ნიკოლოზ ჯავახიშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ, ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს.

დამცველების განცხადებით, გარკვეული ვიდეოჩანაწერები ავთენტიკური არაა, დამონტაჟებულია და უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევენ.

რაც შეეხება ბინებიდან და ოფისებიდან ამოღებულ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, როგორც ადვოკატები ამბობენ, ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფებს არ ეკუთვნის.