სასამარლთომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა
სასამარლთომ ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა

მოსკოვის საოლქო სასამარლთომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში დატოვა. ამის შესახებ ინფომრაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოსკოვის საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა ხიმკინსკის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ალექსეი ნავალნი 30 დღითაა დაპატიმრებული. სამართლოზე სიტყვით გამოვიდა თავად ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი.

„ეს დედამიწის ზურგზე ყველაზე სასაცილო დოკუმენტია. ამის წარდგენა არ შეიძლება ადამიანისთვის, რომელსაც რაღაც სახის იურიდიული განათლება მაინც აქვს მიღებული. შეგიძლიათ, ხელზე ბორკილები დამადოთ, მაგრამ ეს სულ ხომ ვერ გაგრძელდება“, –  განაცხადა ნავალნიმ.

ალექსეი ნავალნი გერმანიიდან დაბრუნების დროს შერემეტოვის აეროპორტში 17 იანვარს დააკავეს.