სარგებლობაში არსებული ფართები თბილისში კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა

11:48, 18.01.2018

სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართები კიდევ 17 ოჯახს გადაეცემა. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქმე ეხება ოჯახებს, რომლებიც აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებში ნახევარ საუკუნეზე მეტია ცხოვრობენ, თუმცა აქამდე ვერ შეძლეს მათი დაკანონება.

“მათ შორის ერთ-ერთია სიმონიანების ოჯახი, რომელიც 75 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა დაკანონებას და დღეს მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ ეს საცხოვრებელი ფართი სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცეთ”, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი