სარფში თურქეთის საბაჟოსა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა დღეს საზეიმოდ გაიხსნება [ფოტო]
სარფში თურქეთის საბაჟოსა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა დღეს საზეიმოდ გაიხსნება [ფოტო]

სარფში თურქეთის საბაჟოსა და საკონტროლო-გამშვები პუნქტის ახალი შენობა დღეს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის ცერემონიას საქართველოსა და თურქეთის ეკონომიკის მინისტრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ართვინის ვილაეთის გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ცერემონიის მონაწილეებს ტელეხიდის საშუალებით მიმართავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს. ახალ შენობაში ფუნქციონირებს ესკალატორები და შენობა მთლიანად არის ადაპტირებული. დაემატა ავტომანქანების გამშვები რამდენიმე ხაზი.

გამშვები პუნქტი დღეში 1000 სატვირთო, 2000-მდე მსუბუქი, 400-მდე ავტობუსისა და 25 000 ქვეითის გატარებას შეძლებს.

რეკონსტრუქციის პერიოდში არსებული რიგებისა და შეფერხებების პრობლემა, საბაჟოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანად აღმოიფხვრება.