სარფში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ეკლესიის გვერდით სამორინეს დახურვას ითხოვენ
სარფში, საპროტესტო აქციის მონაწილეები ეკლესიის გვერდით სამორინეს დახურვას ითხოვენ

სარფში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ჯგუფმა სარფის ეკლესიის გვერდით სამორინეს ფუნქციონირება გააპროტესტა.

“დაუშვებელია ეკლესიის გვერდით ეშმაკის სახლის არსებობა, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი კაზინოების, მაგრამ არა აქ “-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეებმა სამორინეს დახურვა და მის ნაცვლად ახალგაზრდული გამაჯანსაღებელი ცენტრის გახსნა მოითხოვეს.

თავდაპირველად სამორინეს გახსნა სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. ბოლოს აქცია ორი დღის წინ გაიმართა. დღევანდელი აქციის მონაწილეები პერმანენტული პროტესტით იმუქრებიან.