სარფში ეკლესიის სიახლოვეს მოქმედი სამორინეს დახურვა მოითხოვეს
სარფში ეკლესიის სიახლოვეს მოქმედი სამორინეს დახურვა მოითხოვეს

სარფში ეკლესიის მიმდებარედ მოქმედი სამორინეს დახურვას ითხოვენ. მოსახლეობის ნაწილმა ამ მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სამორინე საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს და დისკომფორტს უქმნის დასახლებულ პუნქტს.

„ვითხოვთ, სამორინემ შეაჩეროს ფუნქციონირება. ირგვლივ საბავშვო ბაღი და დასახლებული პუნქტია, სამორინეს არსებობა კი სერიოზულ დისკომფორტს გვიქმნის“, – განაცხადა აქციის მონაწილემ გიგა ფარტენაძემ პირველ არხთან საუბრისას.

სარფში ეკლესიის მიმდებარედ სამორინეს არსებობა თავდაპირველად სასულიერო პირებმა გააპროტესტეს.