სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

14:48, 05.05.2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ფ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 293.69 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 33744 ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

მსგავსი