სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ს.მ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 5813.5 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 88.58გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 5813.5 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.