სარფში 5400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
სარფში 5400 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ არადეკლარირებული სიგარეტისა და ალკოჰოლური სასმელის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის სამი ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქეების, ქ.მ.-ს, ს.კ.სა და ე.გ.-ს მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას, ჯამში, 5400 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი აღმოაჩინეს.

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე  მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და სანქციის სახით, თითოეულს, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“,- აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.