სარფში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო
სარფში 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო

სარფში ზღვაში ბანაობისას 50 წლამდე ასაკის მამაკაცი დაიხრჩო. თვითმხილველების ინფორმაციით, სანაპიროზე შემთხვევის დროს ხალხი იმყოფებოდა, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები და სამაშველო ეკიპაჟები იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.