„სარფსა“ და „კარწახში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
„სარფსა“ და „კარწახში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

სარფსა“ და „კარწახში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „კარწახი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების კ.ჰ-ს, ნ.პ-ს, ჰ.ს-ს, ზ.გ-სა და ს.ბ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 32 989.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა 508.59 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 32 989.26 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.