სარფის სასაზღვრო პუნქტზე შეფერხება მოიხსნა
სარფის სასაზღვრო პუნქტზე შეფერხება მოიხსნა

სარფის სასაზღვრო პუნქტზე შეფერხება მოიხსნა. ამ დროისთვის თავისუფლად გადაადგილდებიან როგორც ქვეითები, ასევე ავტომობილები.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც ერთი დღის განმავლობაში ქვეყანაში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ, საზღვარი უკვე გადმოკვეთეს.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტეს, თურქეთის მხარეს ტექნიკური შეფერხების გამო, მებაჟეები ვერ ამოწმებდნენ იმ პირებს, რომლებსაც სავარაუდო დარღვევა ჰქონდათ.

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მიმოსვლა ორი დღის განმავლობაში შეფერხებული იყო. მიზეზად თურქულ მხარეს ტექნიკური პრობლემა დასახელდა.