სარფის საბაჟოზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება ხვალ დროებით შეფერხდება
სარფის საბაჟოზე მგზავრთა და ავტომანქანების გატარება ხვალ დროებით შეფერხდება

სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ მგზავრთა და ავტომანქანების გატარება ხვალ, 31 იანვარს დროებით შეფერხდება. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეფერხება „სარფზე“ ახალი დერეფნის გახსნას უკავშირდება.

„საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ ქვეითთა ახალი დერეფნის გახსნასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, თურქეთის დროით 10:00-18:00 (საქართველოს დროით 11:00-19:00) კომპიუტერული სისტემები გადატანილი იქნება ახალ ადგილზე, რის გამოც მითითებულ დროს მგზავრთა და ავტომანქანების გატარება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თურქეთის გენერალური საკონსულოს შეფასებით, მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების გატარებას.