სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსული 48 მოქალაქე კარანტინს წყალტუბოში გაივლის
სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსული 48 მოქალაქე კარანტინს წყალტუბოში გაივლის

სარფის გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსული 48 მოქალაქე წყალტუბოში, ყოფილ სამხედრო სანატორიუმში გაივლის კარანტინს.

ამასთან, იმერეთის რეგიონში, ამ დროისთვის 54 მოქალაქე საჩხერის საკარანტინო სივრცეშია, საიდანაც 30 მარნეულის მკვიდრია; საირმის საკარანტინო ზონაში 218 მოქალაქე იმყოფება; „წყალტუბო პლაზაში“ – 88 მოქალაქე, ერთი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი ადამიანი კი, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში შეიყვანეს.

ამასთან, წყალტუბოს ყოფილი სამხედრო სანატორიუმი შესაბამისი ვადის ამოწურვის შემდეგ ხუთმა მოქალაქემ დატოვა, თუმცა ამავე საკარანტინო სივრცეში 48 პირი შევიდა, რომლებიც ქვეყანაში სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდნენ. დღის ბოლომდე კიდევ 20 ადამიანს ელოდებიან.

ასევე, მარნეულის 26 მცხოვრები ხარაგაულში, ხოლო 28 თერჯოლაში იმყოფება იზოლაციაში

იმერეთის რეგიონში სულ თვითიზოლაციაში 505 ადამიანი რჩება.