სარფის ეკლესიასთან სამორინეს ფუნქციონირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სარფის ეკლესიასთან სამორინეს ფუნქციონირების მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

სარფში მიმდინარე საპროტესტო აქციას, რომელზეც მოქალაქეთა ნაწილი ეკლესიის გვერდით, სამორინეს ფუნქციონირებას აპროტესტებს, დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრები აქციის მონაწილეებთან მივიდა და დაშლა მოსთხოვა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

აქციის მოწინააღმდეგე პირებმა აქციას მართული უწოდეს. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახის წევრები სამორინეში არიან დასაქმებული და მათთვის მიუღებელია აქციის მონაწილეთა მოთხოვნა.

შელაპარაკების შემდეგ აქცია დაიშალა.

სარფში მოქალაქეთა ერთმა ნაწილმა დღეს სამორინეს დახურვა და მის ნაცვლად ახალგაზრდული ცენტრის დაარსება მოითხოვა. ისინი ამბობენ, რომ ეკლესიის გვერდით ” ეშმაკის სახლის არსებობა”დაუშვებელია.