სარემონტო სამუშაოების გამო, საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერდა 
სარემონტო სამუშაოების გამო, საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერდა 

საქართველოდან სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერდა. განცხადება „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურმა გაავრცელა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობა „გაზპრომ არმენიას“, რომ ჩრდილოეთ კავკასიის გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, 24-დან 26 სექტემბრამდე სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი შეჩერებულია. სომხეთის მოსახლეობა ბუნებრივი აირის შიდა რეზერვების ხარჯზე დაუბრკოლებლად მიიღებს”, – ნათქვამია „გაზპრომ არმენიას“ განცხადებაში.

სომხეთი ბუნებრივ აირს მხოლოდ რუსეთისგან ყიდულობს. მის განაწილებას სომხეთში „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია „გაზპრომ არმენია“ ახორციელებს.