სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის ნაწილზე 13 აპრილს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის ნაწილზე 13 აპრილს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 13 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე, თბილისში, ვაკის რაიონში, ბაზალეთის ქუჩის მარცხენა ჩამსვლელ ზოლზე საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერია განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის დაკვეთით, „თბილსერვის ჯგუფი“ აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული სანიაღვრე ჭის დემონტაჟისა და შეცვლის სამუშაოებს განახორციელებს.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.