სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთი კვირით ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი დაიკეტება

18:52, 21.07.2019

სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, ერთი კვირით ბუდაპეშტის ქუჩის მონაკვეთი (კანდელაკის ქუჩიდან ლისის ტბის მიმართულებით) დაიკეტება, – ამის შესახებ თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

მსგავსი