სარაჯიშვილის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

15:58, 23.10.2020

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, სარაჯიშვილის გამზირზე, სადაც მკვლელობა მოხდა, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მისი თქმით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

„ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც იღებენ შესაბამის კვლევებს. დამატებით განცხადებას მოგვიანებით გავავრცელებთ. სავარაუდოდ, შემთხვევის დროს ავტომობილი, რომელშიც გარდაცვლილი იჯდა, გაჩერებულ მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა კახა მურადაშვილმა.

თბილისში, სარაჯიშვილის გამზირზე მკვლელობა დღეს მოხდა.

მსგავსი